თუ დაგიდასტურდათ COVID-19, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად, შეგიძლიათ, დარეგისტრირდეთ პორტალზე: er.moh.gov.ge, – ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.
აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112-მა“ და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა.