„მე ვფიქრობ, გადასახედია მოთხოვნა დაწესებულებებში შესვლისას ტემპერატურის გაზომვის შესახებ“, – ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ამ მეთოდმა დიდად არ გაამართლა ინფექციის კონტროლის კუთხით.
„მაგრამ ახლა საერთოდ დაკარგა მნიშვნელობა იმ პირობებში, რომ ომიკრონით ინფიცირებულებს ტემპერატურა ხშირად საერთოდ არა აქვთ. დაწესებულებებს კი ერთი დამატებითი და, ფაქტიურად, უსარგებლო კადრის საჭიროება მოეხსნებათ“, – წერს ბუწაშვილი.
მაია ბუწაშვილი კორონავირუსის „ომიკრონის” შტამთან დაკავშირებით ბოლო ცნობებს მოუყარა თავი. მისი ინფორმაციით, კორონავირუსის ახალ შტამს „ომიკრონს“ სიცხე შედარებით ნაკლებად ახასიათებს.