სასამართლომ პენიტენციურისთვის და სამინისტროსთვის ჯარიმის გაუქმება ერთი და იმავე არგუმენტით დაასაბუთა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლო პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებით ინსპექტორის ჯარიმის გაუქმების გადაწყვეტილებას განმარტავს.

„ღია სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის (აუდიო, ფოტო და ვიდეო მასალა) გამოქვეყნება მოხდა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების (სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა) დასაცავად. შესაბამისად, სახეზე არ არის პერსონალური მონაცემების კანონის მოთხოვნათა დარღვევით დამუშავების ფაქტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა სახელმწიფო ინსპექტორმა, რომელშიც ფაქტი საშიშ პრეცედენტად შეფასდა. უწყება გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციებში გასაჩივრებას გეგმავს.