8 728 ახალი შემთხვევა და 43 გარდაცვლილი | კორონავირუსის 19 იანვრის სტატისტიკა

პუბლიკა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 63 605 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 8 545 პირი, გარდაიცვალა კიდევ 43 ადამიანი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  13.72%

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 4 797 შემთხვევა, აჭარა – 1 184, იმერეთი – 859, ქვემო ქართლი – 302, შიდა ქართლი – 429, გურია – 186, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 289, კახეთი -339, მცხეთა-მთიანეთი – 176, სამცხე-ჯავახეთი – 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 57 799 საიდანაც: 4 386 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 858, აჭარაში – 596, იმერეთში – 812.

მძიმე პაციენტია 1 000 პირი, მათ შორის, თბილისში – 424, აჭარაში – 131, იმერეთში – 254. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 280 პირი,  მათგან თბილისში – 161, აჭარაში – 45, იმერეთში – 21.