მდგომარეობა რჩება საყურადღებო | კონსილიუმის ექიმები სააკაშვილის ჯანმრთელობაზე

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სამედიცინო კონსილიუმთან ერთად საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული მორიგი დასკვნა წარმოადგინა.

სახალხო დამცველის  სიტყვის შემდეგ კონსილიუმის წევრმა ექიმებმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს. ექიმების შეფასებით, მათი რეკომენდაციები არ იცვლება ვიზიტიდან ვიზიტამდე, ამიტომ ეს ანგარიში იქნება მათი მხროდან შემაჯამაბელი.

ექიმების თქმით, მიხეილ სააკაშილის მდგომარეობა საჭიროებს მონიტორინგს. ექიმები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე ამახვილებენ ყურადღბას.

„მე ვიყავი ბოლო ვიზიტზე 11 იანვარს. პაციენტის მდგომარეობა კვლავ რჩება საყურადღებო, კვლავ რჩება ნევროლოგიური სიმპტომატიკა და როგორც ქალბატონმა ნინომ ახსენა, ის არ გაუმჯობესებულა 12 დეკემბრის ვიზიტის შემდეგ. დახალოებით ერთი და იგივე დონეზე დგას, გამოხატულია მხედველობის სიმტომატიკა, წონასწორობის დაღრვევა,  სისუსტე, ასევე რჩება ანემიაც, თუმცა ეს მანამდეც იყო. ასევე,  პოსტრამვმული სტრესული აშლილობა და დეპრესია.

ჩვენი დასკვნაა, რომ გარდა მეტიკამენტოზური მკურნალობისა, რომელიც მეტნაკლებად დამაკმაყოფილებელია და ასე თუ ისე მიმდინარეობს, ვფიქრობთ, რომ მკურნალობაში უნდა ჩაერთოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია, რომელიც მიგვაჩნია რომ საპატიმროს პიროებებში ნაკლებად რეალისტურია, თუმცა შეუძლებელი არ უნდა იყოს და მაინც უნდა იყოს ნაცადი. სხვა რეკომენდაციები ამ ეტაპზე არ გვაქვს.

ვფქრობთ, რომ ასევე ეს რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ადეკვატური კვების რეჟიმის აღდგენასაც. საჭიროა და  მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია უნდა იქნას ჩატარებული. ეს ადრეც ვთქვით, იგეგმება, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ არ ჩატარებულა, “- განაცხადა კონსილიუმის წევრმა ექიმმა თენგო წულაძემ.