6 351 ახალი შემთხვევა და 27 გარდაცვლილი | 20 იანვრის კოვიდსტატისტიკა

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 351 შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 27 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 3 043 კოვიდპაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან, მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თბილისში გამოვლენილია 3 742 შემთხვევა, აჭარა – 903, იმერეთი – 510, ქვემო ქართლი – 196, შიდა ქართლი – 238, გურია – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 211, კახეთი -187, მცხეთა-მთიანეთი – 130, სამცხე-ჯავახეთი – 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -8.

StopCov.ge-ის განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 021 943 , ბოლო 24 საათში – 6 351;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 946 255 , ბოლო 24 საათში – 3 043;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14 582 , ბოლო 24 საათში – 27;
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 38 306, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 18 896, PCR ტესტით – 19 410;
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 16,58%, ბოლო 14 დღის – 10,9%, ბოლო 7 დღის – 11,73%;
  • სულ აცრილია – 2 635 602, დღიურად აცრილია – 2 656;
  • კარანტინის რეჟიმში – 46;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 443;
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 1 746.