ინფექციურ საავდმყოფოში მოთავსებულ მამაკაცს, სავარაუდოდ, B ტიპის ვირუსი აქვს - ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით,  საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მწვავე რესპირაციული ინფექციის ნიშნებით მოთავსებულ ჩინელ მამაკაცს, სავარაუდოდ, B ტიპის ვირუსი აქვს.

„სავარაუდოდ მას აქვს B ტიპის ვირუსი. ყოველ შემთხვევაში, პნევმონია არ აქვს. აქვს ტემპერატურის მომატება, ხველა, ინტოქსიკაცია, მაგრამ ეს ყველაფერი ახასიათებს გრიპსაც… არც ამ შემთხვევაში, როგორც წინა შემთხვევებში, კლინიკური ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევებით, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ, არც ერთ მათგანს არ უნდა ჰქონდეს ახალი კორონავირუსული ინფექცია“, – განაცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

რამდენიმე საათის წინ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მამაკაცი მოათავსეს.