„როგორც ვხედავთ და როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, „ომიკრონი” ეს არის ჩვეულებრივი, მიმდინარე, როგორც სეზონური გრიპი, ასეთი ტიპის გრიპად გადაიქცევა, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახლის პირობებში იმკურნალონ და მივცეთ სწორი რეკომენდაციები, სახლის პირობებში როგორ უნდა იმკურნალონ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა [სტილი დაცულია].
მისივე თქმით, იგეგმება საკომუნიკაციო ვიდეორგოლების მომზადებაც.
„ვაპირებთ საკომუნიკაციო კამპანია გავაკეთოთ – ვიდეორგოლები, თუ როგორ უნდა იმკურნალონ სახლის პირობებში, უფრო მეტი კომუნიკაცია რომ გვქონდეს მოსახლეობასთან…
ხოლო იმ კატეგორიას, რომელიც არის ქრონიკული დაავადებებით ან მაღალი რისკის ჯგუფში, ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ვთავაზობთ კლინიკაში გადაყვანას და თუ არის შესაძლებელი ბინაზე მკურნალობა, იქაც მაქსიმალურ კონსულტაციას წუვევთ – უკუკავშირიც ხდება, დარეკვაც და მოკითხვაც.
…ბოლო ერთ კვირაში დავამატეთ დიდი ოდენობა ოჯახის ექიმებისა, რათა კვალიფიციური კონსულტაცია რომ გაუწიონ მოქალაქეებს. ასევე, ქოლენტრის ოპერატორები და ბოლო კურსის სტუდენტები და რეზიდენტები, ვინც გვეხმარებიან “, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
„ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით – უფროსი თაობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა.
„ომიკრონს“ ძალიან ნუ გავუშინაურდებით. მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში ან აცრილებსა და „დაბუსტულებში“. აქედან გამომდინარე, არ ვიცით, „ომიკრონი“ როგორ მოიქცევა ხანდაზმულ პოპულაციაში, რომელიც აუცრელია. გამოქვეყნდა გარკვეული შრომები, რომლებიც მიუთითებენ, რომ „ომიკრონი“ ტელიფოციტების სისტემაზე ურტყამს, ესაა უჯრედული იმუნიტეტის სისტემა, სწორედ ამას ურტყამს „ომიკრონი“ და ამან შესაძლოა გვიანი უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს. თავი დავიცვათ „ომიკრონისგან“, როგორც ვიცავდით თავს „დელტასგან“. ბუნებრივი იმუნიტეტის იმედად ნუ ვიქნებით, ავიცრათ, „დავიბუსტოთ“ და სადაც საჭიროა, ყველგან, პირბადე ვატაროთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.