tv პირველი: პეტრე ცაავას თქმით, ილია II-ის მსხვერპლებს დუმილის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ

პუბლიკა

tv პირველის ცნობით, მათთან საუბრისას ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ პატრიარქ ილია მეორესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ილია მეორის მხრიდან საპარტიარტოს წიაღში მყოფ პირებზე მათი ნების საწინააღმდეგ ხდებოდა – საეკლესიო ტერმინით „მამათმავლური ლტოლვა”.

„ესენი არიან შოკირებულები და ფსიქოლოგიურად დაზიანებული ადამიანები. ბავშვი ძალიან ბევრი მათ შორის. იყო ასეთი ფაქტებიც, უამრავი, რომ დუმილის სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ, ან ჩუქნიდნენ, 1000-დან 2000 დოლარამდე. არიან ადამიანები, რომელთაც რეაბილიტაცია იმით მოიხდინეს, რომ მივიდნენ და ეს ფული უკან მიუყარეს. არ არის ეს ძველი ისტორიები”, – ამბობს პეტრე ცაავა.

მისი თქმით, ამ ამბების დამალვაში სრულიად საპატრიარქო და გარემოცვაა ჩართული.