რუსეთის საჰაერო იერიშების შედეგად, პირველადი მონაცემებით, 7 ადამიანი დაიღუპა - მედია

პუბლიკა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო იერიშებს უკვე მოჰყვა პირველი მსხვერპლი, პოდილსკის დასახლებაში 6 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო მარიუპოლში – 1. ჯერჯერობით უცნობია მოჰყვა თუ არა მსხვერპლი სხვა რეგიონებში რუსეთის დაბომბვას.

ვლადიმერ პუტინის ბრძანების შესაბამისად დღეს დილიდან დაიწყო საჰაერო და სახმელეთო იერიშები უკრაინის წინააღმდეგ. აფეთქებების შესახებ კადრები ვრცელდება უკრაინის არაერთი ქალაქიდან.