„უკრაინაში რუსული აგრესიით შოკირებულია ქართველი ერი. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა twitter-ზე დაწერა.
რუსეთი დღეს, 24 თებერვალს, დილით, უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.