ვმუშაობთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა ომი დასრულდეს - მაკრონი

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში.

„საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინაში ომის დაწყების თაობაზე. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს სამხედრო მოქმედებები“, – წერს მაკრონი Twitter-ზე და დასძენს – „საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას. ვდგავართ უკრაინელების გვერდით და ვმუშაობთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, რათა ომი დასრულდეს“.

მაკრონი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკის დღეს დილით ესაუბრა. ოფიციალური ცნობებით, ზელენსკიმ მას სთხოვა, რომ განახორციელოს „რამდენიმე ინტერვენცია“ უკრაინის მხარდასაჭერად.

ზელენსკიმ ასევე ითხოვა „ერთობა ევროპაში“, ხოლო მაკრონმა მას საფრანგეთის მხრიდან მხარდაჭერა აღუთქვა. პრეზიდენტი მაკრონი დღეს დილით ასევე ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს.