ვისაც ქვეყნის დაცვა სურს, იარაღს მივცემთ - ზელენსკი

პუბლიკა

„უკრაინა უკვე გასცემს იარაღს და გადასცემს ყველა მსურველს ჩვენი ქვეყნის დაცვისთვის“, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე უკრაინის მოქალაქეებს.

„ყველას, ვინც მზად არის და შეუძლია იარაღის ხელში ჭერა, ახლავე შეუძლია შეუერთდეს უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებს საკუთარ რეგიონში“, – ამის შესახებ სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული  უსაფრთხოების ცენტრი აცხადებს.