უკრაინა წყვეტს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველი საგანგებო ბრიფინგი გამართა. ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ წამოწყებული აგრესიის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტაზე მიიღო გადაწყვეტილება.

დღეს, 24 თებერვალს, დილით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.