უკრაინის ქალაქ ჩუგუევში დაბომბვას ბავშვი ემსხვერპლა

პუბლიკა

უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევში დაბომბვას არასრულწლოვანი ბიჭი ემსხვერპლა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ საცხოვრებელ შენობაში ხანძარი მტრული ცეცხლის შედეგად გაჩნდა. ხანძრის საერთო ფართობი 100 კვადრატული მეტრი იყო.

„აფეთქების შედეგად დაიღუპა არასრულწოვანი ბიჭი. არიან დაჭრილები. მაშველებმა აალებული შენობიდან 15 ადამიანი გამოიყვანეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.


რუსეთი დღეს, 24 თებერვალს, დილით, უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.