რუსეთის შეჭრის შემდეგ 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა - კიევი

პუბლიკა

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსული აგრესიის შედეგად ამ დროისთვის 40-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და დაახლოებით 10 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. კიევი ირწმუნება, რომ მსხვერპლი ბევრად მეტია რუსულ არმიაში.

დღეს, 24 თებერვალს, დილით, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის დაწყება. იბომბება უკრაინული ქალაქები. უკრაინას უტევენ სახმელეთო ჯარებიც.