უკრაინის შეიარაღებული ძალების უფროსის ვალერი ზალუჟნის ინფორმაციით, ბელარუსის ტერიტორიის სამი სხვადასხვა მიმართულებიდან უკრაინას 4 ბალისტიკური რაკეტა ესროლეს.
დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის, ბელარუსისა და რუსეთის საზღვარი რუსმა ჯარისკაცებმა კიევზე თავდასასხმელად ბელარუსის მხარდაჭერით გადაკვეთეს.
მოგვიანებით ინფორმაცია უარყო ლუკაშენკამ და განაცხადა, რომ ბელარუსი ჯარისკაცები საბრძოლო მოქმედებებში არ ჩართულან. თუმცა, ლუკაშენკა დასძენს, რომ „თუ ეს დასჭირდება რუსეთსა და ბელარუსს, ჯარი იქ იქნება“.