უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავონ.
„ჩვენი ჯარისკაცები სიცოცხლეს სწირავენ იმისთვის, რომ 1986 წლის ტრაგედია არ განმეორდეს. ამის შესახებ ვესაუბრე შვედეთის პრემიერ-მინისტრს. ეს არის ომის გამოცხადება მთელი ევროპის წინააღმდეგ“, – წერს ვოლოდიმერ ზელენსკი.