უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთისტვის დამეტებით სანქციების პაკეტს ამზადებს.
„რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისგან დამატებითი მძიმე სანქციების პაკეტი ახლოვდება. ყველა დეტალი განვიხილე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთად. ჩვენ ვითხოვთ რუსეთის გათიშვას SWIFT-დან, უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას [რუსეთისთვის] და სხვა ეფექტურ ნაბიჯებს, რათა შევაჩეროთ აგრესორი” – წერს ტვიტერზე პრეზიდენტი ზელენსკი.
SWIFT ეს არის მსოფლიოს საბანკო საფინანსო სატელეკომუნიკაციო საზოგადოება, რომელიც ემსახურება ბანკებს შორის ფინანსურ ტრანზაქციებს.