ბაიდენის თქმით, ევროპის ქვეყნებს ახლა რუსეთის SWIFT-დან გათიშვა არ სურთ

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის SWIFT-დან გათიშვას ევროპის ქვეყნები არ ეთანხმებიან. მისი თქმით, ამ სანქციის გამოყენება ყოველთვის იქნება შესაძლებელი, მაგრამ ახლა ევროპაში სხვა მიმართულებას ირჩევენ.

„ამჟამად, ეს არ არის ის ნაბიჯი, რომლის გადადგმაც ევროპაში სურთ“, – განაცხადა ბაიდენმა და დასძინა, რომ სანქციები, რომლებიც მათ შემოიღეს ფაქტობრივად მსგავს შედეგს გამოიღებს და შეიძლება მეტი შედეგიც ჰქონდეს, ვიდრე SWIFT-ს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, ასევე „მაგიდაზეა“ პუტინისთვის შესაძლო სანქციები, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტმა თავი შეიკავა შეკითხვაზე პასუხისგან, რატომ არ დაუწესეს სანქციები თავად რუსეთის პრეზიდენტს.