საშინელი რუსული სარაკეტო თავდასხმა კიევზე - კულება

პუბლიკა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს, რომ კიევზე რუსეთის სარაკეტო შეტევა მიმდინარეობს.

„საშინელი რუსული სარაკეტო დარტყმა კიევზე. ბოლოს მსგავსი რამ ჩვენს დედაქალაქში 1941 წელს მოხდა, როდესაც მას თავს დაესხა ნაცისტური გერმანია. უკრაინამ დაამარცხა ეს ბოროტება და დაამარცხებს ამასაც. შეაჩერეთ პუტინი. რუსეთის იზოლირება. გაანადგურეთ ყველა კავშირი. გამოაგდეთ რუსეთი ყველაფრიდან“, – წერს კულება.

უკრაინის მთავრობის მრჩეველი, CNN-ის ცნობით, აცხადებს, რომ პარასკევს, გამთენიისას, კიევი სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა. მისი ინფორმაციით, კიევზე კრუიზული ან ბალისტიკური რაკეტებით მიმდინარეობს შეტევა.

გერაშენკოს ინფორმაციით, რუსული თვითმფრინავი კიევში საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. მისი თქმით, სავარაუდოდ, დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.