„ქართველებო, ძმებო, მოითმენთ თუ აუხსნით ღარიბაშვილს, რა უნდა გააკეთოს?" - რადას დეპუტატი

პუბლიკა

„ქართველებო, ძმებო, ეს როგორ მოგწონთ? დაგავიწყდათ, როგორ ჩამოფრინდა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც 2008 წელს რუსული ტანკები თბილისისკენ მოდიოდნენ? მოითმენთ თუ საჯაროდ აუხსნით ღარიბაშვილს რა უნდა გააკეთოს?”  – წერს რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო ფეისბუქზე.

რადას დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს იმის შესახებ, რო საქართველო არ შეუერთდება სანქციებს.

„სტოკჰოლმის სინდრომმა შეგიპყროთ? პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სანქციები მის ქვეყანას სერიოზულ ზიანს მოუტანს. პარლამენტიც კი არ იკრიბება ამის განსახილველად.

ყველაზე მეტად კი უბრალო შეკითხვაზე გაცემულმა პასუხმა გამაოცა – აპირებდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი კიევში სოლიდარობის ნიშნად ჩამოსვლას? პრემიერმა უპასუხა, რომ უკრაინის ცა დაკეტილია.

არაუშავს ირაკლი, როდესაც ომი მორჩება და ჩვენს ცაზე, სამხედროს მაგივრად, სამგზავრო თვითმფრინავები იფრენენ, შეგიძლია მერეც არ ჩამოხვიდე” – წერს გონჩარენკო.