აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსული ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ნახშირის აშშ-ში იმპორტირების აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა.
„მე ვაცხადებ, რომ აშშ-ის სამიზნე გახდა რუსეთის ეკონომიკის მთავარი არტერია. ეს ნიშნავს, რომ რუსული ნავთობი ვეღარ შეძლებს შეერთებული შტატების პორტებში შემოსვლას და ამერიკელი ხალხი კიდევ ერთ ძლიერ დარტყმას მიაყენებს პუტინის ომის მანქანას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
მისი თქმით, კონგრესში რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც თანხმდებოდნენ, რომ ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი და თავისუფლების დაცვას „ფასი აქვს“.