ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკა აკრძალავს ძვირფასი ქვების, ალკოჰოლისა და ზღვის პროდუქტების იმპორტს რუსეთიდან, ასევე, გაგრძელებენ მუშაობას რუსი ოლგარქების აქტივების დაბლოკვის მიზნით.
მან განაცხადა, რომ ოლიგარქების სია გაიზარდა და მათი ქონება აუცილებლად დაყადაღდება.
„მინდა ვისაუბრო უკრაინის მოსახლეობაზე, რომლებიც მამაცად იცავენ თავის სამშობლოს. ჩვენ ვაგრძელებთ იმისთვის მუშაობას, რომ წნეხი გავზარდოთ პუტინზე.
ჩვენ ასევე ნაბიჯებს ვდგამთ რამდენიმე ისეთი საქონლის იმპორტზე აკრძალვის მიმართულებით, როგორიც არის არაყი, ბრილიანტები და ძვირფასი ქვები. პუტინმა უნდა გადაიხადოს აგრესიის ფასი, არ შეიძლება მან გააგრძელოს ომი, რომელიც მსოფლიოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს არყევს.
ოლიგარქების სიას დაემატა ახალი სახელები და ჩვენ ვზრდით კოორდინაციას დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის, რათა ამოვიღოთ უკანონოდ ნაშოვნი ფულები, “- აცხადებს ჯო ბაიდენი. თარგმანი ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ეკუთვნის.