უკრაინაში შეჭრის გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) იაპონიამაც მიმართა. ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
“რუსეთის სამხედრო ქმედებები უკრაინის ტერიტორიაზე არის მცდელობა ძალის გამოყენებით შეცვალოს სტატუს კვო რეგიონში, ისინი ძირს უთხრის მსოფლიო წესრიგის საფუძველს. ასეთი ქმედებები არის საერთაშორისო სამართლის აბსოლუტურად მიუღებელი დარღვევა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინაში შეჭრის გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 38 ქვეყანამ 2 მარტს მიმართა. რუსეთის წინააღმდეგ მიმართვას შეუერთდა საქართველოც.
„ამ ღამით მსოფლიოს 38-მა ქვეყანამ უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრის გამო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართა. ჩვენთვის ნათელია, რომ პუტინის ეს საშინელი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება“, – დაწერა witter-ზე ბრიტანეთი პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.