არსებული მონაცემებით, ლვოვის ოლქში რუსების იერიშს 35 ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

ლვოვის ოლქის ადმინისტრაციის განცხადებით, პოლონეთის საზღვართან ახლოს მდებარე ბაზის დაბომბვისას 35 ადამიანი დაიღუპა, 134 კი დაშავდა.

სამშვიდობო და უშიშროების საერთაშორისო ცენტრი, რომელსაც ხშირად ყენებდნენ უცხოელი ინსტრუქტორები, გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთიდან უკრაინის იარაღით მომარაგების ერთ-ერთი ცენტრი იყო.

იავორივის ბაზაზე, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 25 კილომეტრშია, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, იერიში შავი და აზოვის ზღვებიდან მიიტანეს. უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მათი ნაწილის ჩამოგდება შეძლეს, მაგრამ ამის მიუხედავად ბაზამ დიდი დარტყმა მიიღო.

დღეს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ ეს თავდასხმაა ევროკავშირისა და NATO-ს საზღვართან მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე და კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს, რომ დაკეტონ უკრაინის ცა.