რუსეთი ისრაელს სანქციების გვერდის ასავლელად ვერ გამოიყენებს - ისრაელის საგარეო

პუბლიკა

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის იაირ ლაპიდის განცხადებით, რუსეთი მათ ვერ გამოიყენებს სანქციებისგან გვერდის ასავლელად.

სლოვაკეთში ვიზიტისას ლაპიდმა დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში და განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს მედიაციის მცდებლობების ხელშესაწყობად.

„რუსეთი ისრაელს ვერ გამოიყენებს აშშ-სა და სხვა დასავლური ქვეყნების მხრიდან დაწესებული სანქციების შემოვლით გზად. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე მუდმივ კოორდინაციაშია ისრაელის ბანკთან, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან, აეროპორტების ხელმძღვანელობასთან, ენერგეტიკის სამინისტროსთან და სხვ“, – თქვა იაირ ლაპიდმა.

ორი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა ისრაელის მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ყველა დემოკრატიული სახელმწიფო უნდა შეუერთდეს სანქციებს, რომელიც პუტინის წინააღმდეგაა მიმართული.

„ამას ვთხოვთ ასევე ისრაელსაც. სხვა ყველაფერთან ერთად, ხომ არ გინდათ, რომ უკანასკნელი დასაყრდენი გახდეთ იმ ბინძური ფულისთვის, რომელიც პუტინს ომების გაჩაღებაში ეხმარება“, – თქვა ვიქტორია ნულანდმა.

ისრაელის ხელისუფლება გააკრიტიკა უკრაინის ხელისუფლებამაც, მათი თქმით, ისრაელს შეეძლო თუნდაც პერსონალური თავდაცვითი აღჭურვილობის გადაცემა, რათა უკრაინისთვის, რომელიც რუსულ აგრესიას ებრძვის, სოლიდარობა გამოეცხადა.  ელჩმაც ისრაელში.

ისრაელში უკრაინის ელჩმა კი ხელისუფლებას ისრაელის სასამართლოში უჩივლა, რადგან ისრაელის შს მინისტრის გადაწყვეტილებით ათობით უკრაინელი გააბრუნეს აეროპორტებიდან.