უკრაინის გენ.პროკურორი: რუსებმა კიდევ ერთი უცხოელი ჟურნალისტი მძიმედ დაჭრეს

პუბლიკა

უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას ცნობით დღეს, 14 მარტს რუსმა სამხედროებმა კიდევ ერთი უცხოელი ჟურნალისტი დაჭრეს.

მისი ცნობით, Fox-ის ბრიტანელ ჟურნალისტს, ბენჯამენ ჰოლის, ორივე ქვედა კიდურის ფრაგმენტული მოტეხილობა აქვს. ის ამჟამად ინტენსიურ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

პროკურორი მიმართავს პარტნიორ ქვეყნებს, რომ მათი ქვეყნის მოქალაქე უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ასრულებდა სარედაქციო დავალებას, ის არ მუშაობდა სამხედრო დაწესებულებაში, რომელიც რუსი ოფიციალურ პირების თქმით მუდმივ სამიზნეში არიან, არამედ მუშაობდა არასამხედრო ნაწილში, თუმცა მან მიიღო დაზიანებები.

პროკურორმა ცის დაკეტვის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.