მღვდელი გიორგი სხილაძე ჰყვება, რომ მიტროპოლიტ ზოსიმეს ირგვლივ 31 წლის წინ განვითარებულ მოვლენებში სხალთის ამჟამინდელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონ აბულაძეც მონაწილეობდა, რომელიც მაშინ მათთან დაახლოებული საერო პირი იყო.
სხილაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გაიხსენა, რომ სემინარიის მაშინდელ რექტორთან, ზოსიმესთან მათი შესვლა და დაპირისპირება სწორედ ამჟამინდელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა დააჩქარა.
„ისე აღშფოთდა, როცა კ.კ-ს ამ საკითხზე მასთან საუბარი ჰქონდა, დაიჯერა მან შინაგანად, რომ ის არ ტყუოდა. მეუფე სპირიდონი უნიჭიერესი ადამიანია, განათლებული, კარგი ფსიქოლოგიის პატრონი ადამიანი და ამ საკითხზე განსაკუთრებით საიდან არ მიუდგა კ.კ-ს, დაკითხა ფაქტობრივად.
ჩვენ კი ცოტა ფეხს ვითრევდით, გვინდოდა მტკიცებულება და გოჩა აბულაძემ (მთვარეპისკოპოსი სპირიდონი) დაგვაჩქარა, გვითხრა – რას აკეთებთ, ხელზე ეამბორებით, მეო გამოვალ მიტინგზეო, დაგვემუქრა და ვიტყვი რომ თქვენ ხელზე კოცნით, როგორი ტერმინიც გმოიყენა, არ გავიმეორებ.
ჩვენ მაშინ დაგვაყვედრა ხელზე ნუ კოცნით და დროზე ამხილეთო, რამაც დააჩქარა რექტორის კაბინეტში ჩვენი შესვლა და დღეს თითონ ეამბორება ხელზე. შეგიძლიათ მას დაუკავშირდეთ, მან დაწვრილებით იცის ეს ისტორია“ – ჰყვება სხილაძე ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.