პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრები უკრაინაში ჩადიან. როგორც უკრაინული მედია წერს, პრემიერები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.
როგორც გამოცემა The Guardian წერს, ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, უკრაინის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ და მის პრეზიდენტსა და ხალხს მხარდაჭერის პაკეტს წარუდგენენ.