ჩვენ გავიგეთ, რომ NATO-ში ვერ შევალთ და ეს უნდა ვაღიაროთ - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს საერთაშორისო ონლაინშეხვედრაზე NATO-ს შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ მოუწოდა ალიანსს ცის ჩაკეტვისკენ. ზელენსკის გამოსვლის შესახებ უკრაინული გამოცემა UNIAN წერს.

„გასაგებია, რომ უკრაინა არ არის ნატოს წევრი. ჩვენ ეს გვესმის, ადეკვატური ხალხი ვართ. წლების განმავლობაში გვესმოდა „ღია კარის“ პოლიტიკის შესახებ, მაგრამ ახლა ისიც გავიგეთ, რომ იქ ვერ შევალთ და ეს უნდა ვაღიაროთ. მოხარული ვარ, რომ ხალხს ეს ესმის და ჩვენი და ჩვენი პარტნიორების იმედი გვაქვს, რომლებიც გვეხმარებიან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ ცა უნდა იყოს დაცული, წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული რაკეტები ალიანსის ტერიტორიაზეც აღმოჩნდება.