რუსეთი ევროსაბჭოს ტოვებს

პუბლიკა

რუსეთი ევროსაბჭოს ტოვებს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი თქმით, NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებმა ბოროტად გამოიყენეს ევროსაბჭოში თავიანთი უმრავლესობა, გაანადგურეს გამაერთიანებელი პოტენციალი და ევროსაბჭო „ანტირუსული პოლიტიკის ინსტრუმენტად“ აქციეს.

„მოსკოვი აცხადებს, რომ ამ  საერთო ,ჰუმანიტარული და სამართლებრივი სივრციდან რუსეთის დატოვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვინც აიძულა რუსეთი, რომ დაეტოვებინა ევროსაბჭო…

ჩვენ ვტოვებთ ევროსაბჭოს სინანულის გარეშე. ჩვენი ქვეყნის გასვლა ამ ორგანიზაციიდან არ იმოქმედებს რუსეთის მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებზე“,-წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუცია ადგენს ადამიანის უფლებების არანაკლებ გარანტიებს, ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.