გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 1.5 მილიონი ბავშვი ლტოლვილად იქცა. ამის შესახებ გაეროს ბავშვთა ფონდის სპიკერმა ჯეიმს ელდერმა განაცხადა.
UNICEF-ის ცნობით, 24 თებერვლიდან ყოველდღიურად უკრაინას 75 000 ბავშვი ტოვებდა.
„ომის დაწყებიდან ყოველ წუთში 55 ბავშვი მაინც ქვეყანას ტოვებდა”, – წერს ჯეიმს ელდერი.
10 მარტს უკრაინის მთავარი პროკურორი ირინა ვენედიქტოვა ამბობდა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას 60-ზე მეტი ბავშვი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა.