რუსებმა მარიუპოლში საავადმყოფო აიღეს და 400 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს - ვერეშჩუკი

პუბლიკა

უკრაინის ვიცე-პრემიერმა,  ირინა ვერეშჩუკმა ცოტა ხნის წინ გამართა ბრიფინგი, სადაც ჰუმანიტარულ დერეფნების აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ჰუმანიტარულ შეთანხმებას არღვევენ და ცეცხლს უხსნიან მშვიდობიან მოქალაქეებს.

„ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტობუსებს, რომლებსაც მშვიდობიანი მოქალაქეები გადაჰყავდა. იბომბება ის დასახლებული პუნქტები და თავშეყრის ადგილები, საიდანაც მოქალაქეებს ევაკუაცია ხდება.

გუშინ ოკუპანტებმა მარიუპოლში საავადმყოფო აიღეს და 400 მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ აიყვანეს. მათ შორის ექიმები და პაციენტები და ამ ეტაპზე საავადმყოფოს შენობიდან ინტენსიურ სროლებს ახორციელებენ”, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.