ჰააგის სასამართლო რუსეთს მოუწოდებს შეაჩეროს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციები

პუბლიკა

ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლომ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს დადგენილებით, რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები.

გადაწყვეტილებაში წერია, რომ ნებისმიერ სამხედრო, რეგულარულ შეიარაღებულ დანაყოფებს და სხვა ორგანიზაციებსა თუ პირებს, რომელთაც რუსეთი აკონტროლებს, ეკრძალებათ აგრესიის შემდგომი ნაბიჯების განხორციელება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერით დაწერა, რომ ჰააგის სასამართლოს განაჩენი “სრული გამარჯვებაა რუსეთის წინააღმდეგ”