აბაშაში დაკვამლიანებული სამგზავრო მატარებლიდან მგზავრები გადმოყვანილია – საგანგებო

პუბლიკა

ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებლის ვაგონში ძლიერი დაკვამლიანება იყო. როგორც „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაკვამლიანებული მატარებლიდან მგზავრები უკვე გადმოიყვანეს და დაშავებულები არ არიან.

უწყების ინფორმაციით, მატარებელი აბაშაშია გაჩერებული და ადგილზე 3 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.