უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 112 ბავშვი დაიღუპა

პუბლიკა

უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად, შედეგად დაიღუპა 112 ბავშვი და 140-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, კიევის ოლქში რუსი სამხედროები უკანონოდ დაეუფლნენ შენობას, სადაც ორი მოქალაქე ჩაცხრილეს მათ შორის 16 წლის მოზარდი. 16 წლის მოზარდი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა მიკოლაივის ოლქშიც.

18 მარტს ჩერნიგოვის ოლქში საერთო საცხოვრებლის ნანგრევებიდან 7 წლის ტყუპების ცხედრები ამოასვენეს.

გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მონაცემები საბოლოო არაა, რადგან სროლების გამო კონფლიქტის ზონების მონახულება ვერ ხერხდება