მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა იერსახის დამახინჯების საქმეზე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა სახდელი არ დააკისრა და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
ბაირამოვას შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევას ედავებოდა, რაც იერსახის დამახინჯებას ითვალისწინებს.
ბაირამოვამ 14 მარტს „ალტ-ინფოს” პარტიის ოფისი მარნეულში უკრაინის დროშის ფერებში შეღება და წარწერები გააკეთა.