რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 23 მარტს მოსკოვში აშშ-ის დიპლომატიური მისიის მაღალჩინოსანი უწყებაში დაიბარეს და გადასცეს ნოტა იმ დიპლომატების სიით, რომლებსაც რუსეთი ქვეყნიდან აძევებს და პერსონა ნონ გრატად აცხადებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი ვაშინგტონის მიერ რუსი დიპლომატების გაძევებაზე პასუხია.
„ამერიკულ მხარეს მტკიცედ უთხრეს, რომ შეერთებული შტატების ნებისმიერი მტრული ქმედება რუსეთის წინააღმდეგ მიიღებდა გადამწყვეტ და ადეკვატურ პასუხს“,- ნათქვამია განცხადებაში.