„მგზავრები რუსეთიდან რეალურ სურათს დაინახავენ“ - ფოტოგამოფენა ვილნიუსის სადგურში

პუბლიკა

უკრაინაში რუსეთის ომის ამსახველი ფოტოები ვილნიუსის რკინიგზის სადგურში გამოიფინა. ფოტოები განთავსებულია იქ, სადაც მოსკოვი-კალინინგრადის სატრანზიტო მატარებელი ჩერდება. ორგანიზატორთა თქმით, გამოფენის მიზანია, რომ „რუსეთის მოქალაქეებმა ყურადღება მიპყრონ რუსეთის მთავრობის ომს და არ დარჩნენ ინდიფერენტულნი“

„მგზავრები რუსეთიდან რეალისტურ სურათს დაინახავენ თავიანთ ომზე უკრაინაში“, – ამბობს ფოტოგრაფი იონას სტასელისი.

ვილნიუსში სადგურის გამომცხადებელი ასევე მიმართავს მგზავრებს:

„ძვირფასო მოსკოვი-კალინინგრადის მგზავრებო, პუტინი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს. თქვენ ამას ეთანხმებით?“