თბილისში, აქციაზე, სადაც საწვავის გაზრდილ ფასებს აპროტესტებდნენ 20 პირი დააკავეს - შსს

პუბლიკა

თბილისში, აქციაზე, სადაც მოქალაქეები საწვავის გაზრდილ ფასებს აპროტესტებდნენ 20 პირი დააკავეს.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე დააკავეს.

პოლიციასა და მოქალაქეებს შორის შეხლა-შემოხლა მას შმდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს.

იქამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამი იყო, რომ საპროტესტო აქციის ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა სხვადასხვა ადგილას სატრანსპორტო კვანძის დაკეტეს, რაც დედაქალაქში სატრანსპორტო კოლაფსს იწვევს.

შსს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მართლწესრიგის დაცვისკენ, სატრანსპორტო მოძრაობის გახსნისკენ და პოლიციის კანონიერ მოთხოვნებზე დამორჩილებისკენ მოუწოდებდა.

საპროტესტო აქცია რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო, საიდანაც აქციის მონაწილეებმა მსვლელობით პარლემენტთან გადაინაცვლეს.

დღევანდელი აქციის ორი მთავარი მოთხოვნა საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმება და დღგ-ს გადასახადის მცურავ რეჟიმზე გადაყვანაა, რაც აქციის მონაწილეების განცხადებით, 80-90 თეთრით გააიაფებს საწვავის ფასს.

საწვავის გაზრდილი ფასი დღეს მოქალაქეებმა ასევე ქუთაისში, ბათუმსა და ოზურგეთში აქციებით გააპროტესტეს.