„სირცხვილიას“ 6 აქტივისტი სასამართლომ 1000-დან 3 800 ლარამდე თანხით დააჯარიმა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „სირცხვილიას“ აქტივისტები სამართალდამრღვევებად ცნო და ჯარიმა დააკისრა. როგორც მოძრაობა facebook-გვერდზე წერს, მოსამრთლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, აქტივისტებს ჯარიმები ამ ოდენობით დაეკისრათ:

  • ზუკა ბერძენიშვილი – 3 800 ლარი;
  • გიორგი მჟავანაძე – 2 800 ლარი;
  • გური გოლიაძე – 2 800 ლარი;
  • ნოდარ რუხაძე – 2 800 ლარი;
  • ალექსანდრე სამხარაძე – 2 600 ლარი;
  • გიგა მაქარაშვილი – 1000 ლარი.

აქტივისტები 7 მარტს მთავრობის კანცელარიასთან დააკავეს. მათ პოლიცია 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.