ფოტო | 33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

ფოტო | 33 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

პუბლიკა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. დილიდან პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან მოქალაქეები, პოლიტიკოსები და დიპლომატები მიდიან. ისინი დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

მათ ადგილზე მიაქვთ ყვავილები და სანთლები. მემორიალთან მისულები, პატივს მიაგებენ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულებსაც.

დღის მეორე ნახევარში პარლამენტთან დაგეგმილია აქცია.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის აირით მოიწამლა.

ტრაგიკული მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.