მოსახლეობის 90% ყველაზე საფრთხის მომტან ქვეყნად რუსეთს ასახელებს - IRI

პუბლიკა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს ( 54%), აშშ-სა (53%) და უკრაინას (45%) მიიჩნევს.

ხოლო კითხვაზე, რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე მეტად  საქართველოსთვის პოლიტიკურ საფრთხეს, მოსახლეობის 90% რუსეთს ასახელებს, 8% – თურქეთს, 5% – აშშ-ს, 3% კი – სომხეთს.


კვლევის მეთოდოლოგია: კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ისმიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %.