საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 74% სრულად, ხოლო 14% ნაწილობრივ უჭერს მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრებას.
რაც შეეხება NATO-ს, კვლევის თანახმად, მოსახლეობის 60% სრულად უჭერს მხარს NATO-ში გაწევრებას, ხოლო 15%- ნაწილობრივ.
გამოკითხული მოსახლეობის 43%-ის აზრით, EU-ში გაწევრების ყველაზე დიდი სარგებელი ეკონომიკის გაძლიერებაა, ხოლო NATO-ში გაწევრების შემთხვევაში – უსაფრთხოება (31%).
კვლევის მეთოდოლოგია: კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1486 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %.