„ბოლო ზარზე“ ავტოავარიაში მოსწავლე დაიღუპა

პუბლიკა

დღეს, 20 მაისს, ბორჯომში, მწვანე მონასტერთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ახალგაზრდები „ბოლო ზარს“ აღნიშნავდნენ.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია sknews.ge ავრცელებს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის განცხადებით, ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სამი დაშავებული კი ბორჯომის „ჯეოჰოსპიტალშია“ გადაყვანილი.

sknews-ის ცნობით, თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთი მდინარე მტკვარში გადავარდა.