„#არაქალთკვლა – დღეს ამაზე მეტს ვერ ვიტყვი“ – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
21 მაისს თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, მოძრავ ავტობუსში, კაცმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცოლს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ქალი ადგილზე დაიღუპა.
კაცი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილის მიმდებარედ იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მუხლებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დღეს ბრალდებულ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დღეს ასევე ავტობუსის გაჩერებაზე კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა. ქალი კლინიკაშია გადაყვანილი. შსს-ს ცნობით, კაცი დააკავეს.