ბორჯომის ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ, – როგორც დარგობრივი პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძე აცხადებს, გაფიცულია 400-მდე თანამშრომელი.
მისივე თქმით, სამედიაციო პროცესი წარუმატებლად დასრულდა.
- უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას
- ხელფასების დარიცხვას;
- ძველ შრომით პირობებზე დაბრუნებას;
- უვადო ხელშეკრულებებს ყველა დასაქმებულისთვის და ხელფასების 25%-ით ზრდა;
- შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრას მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლებასა და პასუხისგებაში მიცემას;
- კოლექტიური შეთანხმების გაფორმებას;
- და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, რაც მნიშვნელოვანია ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობებისთვის.
„IDS ბორჯომმა“ სანქციების გამო წარმოების დროებით გაჩერების შემდეგ დასაქმებულებს ხელშეკრულების ახალი პირობები შესთავაზა.
მოგვიანებით კომპანიამ 49 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც კომპანია აცხადებს, „თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის” მისაღები არ აღმოჩნდა ხელშეკრულების შეცვლილი პირობები, რის გამოც რეორგანიზაციის პროცესი დაიწყეს.
დასაქმებულები ამბობდნენ, ისინი გაგებით ეკიდებოდნენ კომპანიაში შექმნილ ვითარებას, თუმცა მოითხოვენ, რომ ხელშეკრულების ახალი პირობების მოქმედებაზე დაწესებულიყო ვადა – 3 თვე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი თავიდან შეფასებულიყო ვითარება და შრომის ანაზღაურების საკითხიც შესაბამისად გადაწყვეტილიყო.