საქართველოდან გერმანიაში შესვლა ისევ მხოლოდ სულ მცირე ორი დოზით აცრილი პირებისთვისაა შესაძლებელი - საელჩო

პუბლიკა

საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ  ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ, მინიმუმ, ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. 

„გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.