აზერბაიჯანული მედიის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 16 ივნისს, აზერბაიჯანს ეწვია.
გამოცემის ცნობით, ზურაბიშვილი ბაქოს IX გლობალურ ფორუმში, სახელწოდებით – „გლობალური წესრიგის საფრთხეები“, მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. ფორუმზე ის სიტყვითაც გამოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას ბაქოში ზურაბიშვილის ვიზიტზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია. „პუბლიკას“ პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ის საქართველოში უკვე ბრუნდება.
დღეს, 16 ივნისს, 19:00-ზე თბილისში საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით ევროპული კურსის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება.